ხვალ სკოლები და ბაღები სწავლას ერთი დღით შეწყვეტენ
22-11-2021
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე საქართველოში ოფიციალური დასვენების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო უწყებებთან ერთად ისვენებენ: სკოლები, ბაღები და უნივერისტეტები. 

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები სწავლას ერთი დღით შეწყვეტენ, ხოლო 24 ნოემბერს სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის კალენდარში წინასწარ არის განსაზღრვრული ყველა ოფიციალური დასვენების დღე.

იხილეთ, 2021-2022 სასწავლო წლის კალენდრი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203