მასშტაბურ სასკოლო, გარემოსდაცვით კონკურსში თელავის N2 საჯარო სკოლა წარმატებით მონაწილეობს
12-02-2018

ყველაზე მასშტაბურ სასკოლო, გარემოსდაცვით კონკურსში თელავის N2 საჯარო წელსაც ჩაერთო.

ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია,რომელიც 2014 წელს, „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 4 წლის განმავლობაში მისი პარტნიორი ასზე მეტი სახელმწიფო, კერძო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია  იყო.

კონკურსში აქტიური მონაწილეობა მიიღო თელავის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა ეკო-კლუბმა (ხელმძღვანელი-ბიოლოგიის მასწავლებელი მარიამ ნაცვლიშვილი)

10 თებერვალს გამოცხადდა პირველი ტურის შედეგები და ნახევარფინალისტი 128 სკოლის  ვინაობა. თელავის მეორე საჯარო სკოლა ქულების რაოდენობით ლიდერობს კახეთის სკოლებს შორის, ხოლო საქართველოს მასშტაბით კი მეშვიდე ადგილზეა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203