ეშტიის მე-2 საჯარო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელ მოსწავლეებს შორის შეხვედრა გაიმართა
ეშტიის მე-2 საჯარო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელ მოსწავლეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინისციატორი სკოლის დირექტორი იყო. სწორედ მან გადაწყვიტა სტუდენტებს დამამთავრებელ კლასებსი მყოფი მოსწავლეებისთვის საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინათ.
შეხვედრის თემა - სტუდენტური ცხოვრება იყო და მას მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
ეშტიის სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა და ახლა უკვე სტუდენტებმა საკუთარი გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების დადებით მხარეებსა და პრობლემებზე. დასასრულს, მონაწილეების თქმით, შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები