მასწავლებლებს შეუნარჩუნდეთ ყველა კრედიტქულა - საკითხს პარლამენტი განიხილავს
23-11-2021
პედაგოგების საკოორდინაციო ცენტრის ხელმღვანელი დავით ფერაძე მაძიებელი პედაგოგების საყურადღებოდ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge - უცვლელად გთავაზობთ.

„პსც-ხშირად იღებს „საყვედურებს“ თითქოსდა მაძიებელ პედაგოგებზე არ ვზრუნავთ. ჩვენ მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილ წინადადებაში ნათლად ჩანს, რომ „საყვედური“ უსაფუძვლოა. აი, ერთ-ერთი წინადადება:

„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის იმ მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით სტატუსის ამაღლების მიზნით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, შემდგომ სასწავლო წლებში ნებაყოფლობით აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი, ისე, რომ შეუნარჩუნდეს წინა წლებში პროფესიული წინსვლისთვის მიღწეული კრედიტქულები.“

მოცემულ ეტაპზე ეს მუხლი ელოდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისგან განხილვას. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით და არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ორგანო. იმ ფონზე, როდესაც ათასობით დაზარალებული პედაგოგი გვყავს და სხვადასხვა შეკრებებზე მხოლოდ 60-70 კაცამდეა ჩართული, გარკვეული წინსვლა მაინც არსებობს. იქნება მეტი ადამიანის გამოსვლა - იქნება მეტი შედეგი!“ - აღნიშნულია ფერაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203