იორმუღანლოს საჯარო სკოლაში შიდა შეფასებისთვის ჩატარებული გაკვეთილები გრძელდება
13-02-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლაში გრძელდება შიდა შეფასებისთვის ჩატარებული გაკვეთილები. ამჯერად სკოლის დირექტორმა, ვაგიბ ახმედოვმა სტანდარტული გაკვეთილი გეოგრაფიაში ჩაატარა.
მოსწავლეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და პედაგოგის მიერ დასმულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ.
მოსწავლეებმა მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზეც იმუშავეს და თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო გაამყარეს.