კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტ „რეფორმატორი 2018-ს“ უმასპინძლა
11-02-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის „Youth Alliance for Reforms-ის“ მორიგი პროექტი - „რეფორმატორი 2018“ 10 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა.

დელეგატებს პროექტის ორგანიზატორი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დაჩი ჩიტაია და მთავარი ორგანიზატორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, სალი სურამელი მიესალმნენ და წარმატებული საკომიტეტო მუშაობა უსურვეს.

არასამთავროო ორგანიზაცია YAR-ის ორგანიზებული პროექტი საქართველოს თემატიკაზეა მორგებული და საკომიტეტო სესიების განმავლობაში ახალგაზრდები სწორედ საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმუშავებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 14-დან 24 წლამდე ასაკის 140-მა დელეგატმა გამოთქვა და ისინი 5 თემატურ - „თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების“, „საგარეო ურთიერთობათა“, „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“, „საკონსტიტუციო საკითხთა“ და „ადამიანის უფლებათა“ საბჭოში  გადანაწილდნენ.

პროექტი 3 დღის მანძილზე ჩატარდება და დასკვნით ცერემონიაზე, მონაწილეები გაერთიანებულ ფორმატში იმსჯელებენ თითოეული კომიტეტის მიერ დასახულ საკითხზე.

ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა ლიდერული უნარ-ჩვევები გაიღრმავონ, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას დაეუფლონ, ასევე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ღრმა შინაარსობრივი ცოდნა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი დღის განმავლობაში - 10 და 11 თებერვალს უმასპინძლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203