განათლების სამინისტრომ და მასწავლებლის სახლმა საგანმანათლებლო რესურსების სერია შექმნეს
24-11-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, სახელმწიფო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ ფარგლებში, შეიქმნა საგანმანათლებლო ინტერაქტიული რესურსების სერია (სულ 12 კომპაქტ დისკი), რომელიც განკუთვნილია პირველი-მეთორმეტე კლასების არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.

რესურსები აგებულია თანამედროვე პედაგოგიკის პრინციპებზე, ეფუძნება იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილი თორმეტდონიანი სახელმძღვანელოს შინაარსს და ხელს უწყობს სტანდარტით განსაზღვრული ენობრივი და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას;

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, შეიქმნა ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსი - „ვისწავლოთ აფხაზური“; 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, ვებინარზე ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსების დემონსტრირებასა და წარდგენას მოახდენს მათი ავტორი - დავით სონღულაშვილი.

შეხვედრის ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203