ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ხმელიძემ, საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა
13-02-2018
ცაგერის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, გიორგი ხმელიძემ, საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) გამართულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი პირველად 2017 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოში გაიმართა, 2018 წლის იანვარში კი ჩემპიონატს აზერბაიჯანმა უმასპინძლა.
გიორგი ხმელაძე ორივე ჩემპიონატში საპატიო მეორე ადგილის მფლობელი გახდა.