ცაგერის სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ქომეთიანმა ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა
ცაგერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ქომეთიანმა ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.
ნიკოლოზ ქომეთიანმა გასულ წელს, ონში ჩატარებულ კოსტა მაისურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებისთვის მას კოსტა მაისურაძის სახელობის თასიც გადაეცა.
დამწყებმა სპორტსმენმა 2017 წელს ასევე მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისში გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირში და აქაც პირველი ადგილი მოიპოვა.
ახლა კი, 2018 წლის იანვარში ნიკოლოზმა ზესტაფონში საქართველოს სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, საუკეთესო ოთხეულში გავიდა და საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის იგი უკვე ლიცენზიის მფლობელია.
იხილეთ ფოტო