რეგისტრაციისთვის სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ - „ნაეკი“ ინფრომაციას ავრცელებს
25-11-2021

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ერთი დღე რჩება - ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, ამისათვის მსურველებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრიდან დაიწყო და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მასში მონაწილეობას X -XII კლასების მოსწავლეები იღებენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ თითოეულ საგანში  განსაზღვრული კონკრეტული

ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.  პირველი ტურის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის

სამივე ტურს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203