ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. ინფიცირების მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს, ბევრია გარდაცვალების შემთხვევაც. ამ ფონზე ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პერიოდულად იხურება. ბოლო მონაცემებით, თბილისში 75 საბავშო ბაღია დაკეტილი, თუმცა etaloni.ge-ს ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრმა მშობელმა მიმართა კითხვით, იკეტება თუ არა 1 დეკემბრიდან ყველა ბაღი?
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ გაჟღერებულა, etaloni.ge-მ კითხვით მიმართა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, 1 დეკემბრიდან ბაღების დახურვის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს, და ზოგადად, „ასეთი საკითხები საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება“; შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შესახებ, სწორედ სხდომაზე მიიღება. ამ ეტაპზე კი მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.