რუსთავის N16 საჯარო სკოლა ქ. თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის გამოწვევას - „ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას“ შეუერთდა.
დღეს დილიდან 8 საათიდან მოეწყო საზეიმო ხაზი და დაჯილდოვება. დაჯილდოვდნენ დამლაგებლები, მანდატურები, მტუკი და დარაჯები. ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ სკოლის უსაფრთხო , სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შექმნისა და ორგანიზებისათვის.
აქციის ინიციატორი სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინა მელქაძე - გელაშვილი იყო, რომელსაც განხორციელებაში აქტიურად დაეხმარა სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეთა თვითმართველობა.
თავის მხრივ რუსთავის N16 სკოლამ შემდეგი გამოწვევა რუსთავის N12 სკოლას გაუგზავნა. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ სიკეთისა და მალიერების გადადება სრულიდ საქართველოს მასშტაბით მოხერხდება.
იხილეთ ფოტოები