შუხუთის საჯარო სკოლის VI კლასში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
შუხუთის საჯარო სკოლის VI კლასში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეტილს შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
"აკვარიუმი მცურავი თევზებით"- ეს სამოდელო გაკეთილის თემა იყო, რომლის მსვლელობისას მოსწავლეები power point-ში პროგრამა Paint-ის დახმარებით მუშაობდნენ.
პედაგოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამყარებაში დაეხმარა და მათ შემდგომი დავალებები მისცა. მოსწავლეები დიდი ინტერესით და მაღალი მოტივაციით შეუდგნენ მუშაობას წყვილებში.მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა წყვილმა საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია მოახდინა.
გაკვეთილი პოზიტიურ და ცოდნაზე ორიენტირებულ გარემოში წარიმართა.
იხილეთ ფოტოები