„ტრენინგმა - ხელი ჩამოგართვი, დაგემშვიდობე - არ იმუშავა... უამრავი რესურსია ამაში დახარჯული, როგორც ადამიანური ისე ფინანსური
26-11-2021
წლების განმავლობაში უამრავი ტრენინგი უტარდებოდათ მასწავლებლებს, მაგრამ არავინ ზომავდა, რა ცოდნას იღებდნენ ან როგორ იყენებდნენ მიღებულ ინფორმაციას, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ პარლამენტის განთლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწვლეებისთვის ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების ცოდნაც შეფასდება.

„განათლების სისტემას აქვს გამოცდილება, წლების განმავლობაში უამარავ ტრენინგს ატარებდა მასწავლებლებისთვის, მაგრამ არავის გაუზომია ის მიღებული ცოდნა, რომელიც მან [პედაგოგმა] ტრენინგზე მიიღო, მიიტანა თუ არა, ან რამდენად მიიტანა მოსწავლემდე. გითხარით, რომ მე-4 , მე- 6 და მე-9 კლასებში დიაგნოსტიკურ კვლევას გავაკეთებთ და ირიბად მოხდება იმ ცოდნის შეფასება, რააც პედაგოგმა ტრენინგზე მიიღო. თუ მაგალითად, პედაგოგს გაკვეთილის დაგეგმვაში აქვს გარკვეული გამოწვევები ან ლიდერობის ნაწილში, კომუნიკაციაში სჭირდება მეტად გაძლიერება, ამ მიმართულებით დავეხმარებით. ამაზე ინდა ვიყოთ ორიენტირებულები... მივხვდით, რომ ეს ჩატარებულმა ტრენინგმა - ხელი ჩამოგართვი, დაგემშვიდობე და წახვედი - არ იმუშავა... უამრავი რესურსია ამაში დახარჯული, როგორც ადამიანური ისე ფინანსური",- აღნიშნა ეკა დგებუაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203