2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასასრულს უახლოვდება. მასწავლებლებს ერთდროულად ბევრ რამეზე უწევთ ფიქრი: როგორ „შეინარჩუნონ“ დაწერილი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში და ამასთანავე, როგორ დაწერონ ქულები ისე, რომ მოსწავლეებს საბოლოო შეფასება არ „გაუფუჭონ“.
პედაგოგთა ნაწილმა შეიძლება არც იცის ელექტრონულ ჟურნალში ქულის ისე ჩაწერა, რომ ნიშანმა არ მიიღოს სემესტრულ გამოთვლაში მონაწილეობა. გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას:
ჟურნალში აირჩიეთ სასურველი კლასი, საგანი, აიჩიეთ მოსწავლე, რომლისთვისაც გსურთ შეფასების დაწერა, შეფასების ღილაკზე დაჭერისას აირჩიეთ შეფასების ტიპი, ქულის არჩევამდე გამოგიჩნდებათ ავტომატურად მონიშნული „მონაწილეობს სემესტრული ნიშნის გამოთვლა“. თუ გსურთ, რომ ნიშანმა არ მიიღოს მონაწილეობა სემესტრული ქულის გამოთვლაში, უნდა მოხსნათ მონიშვნა, აირჩიოთ სასურველი შეფასება და შეინახოთ.
იხილეთ ვიდეო