„სკოლაში თანამშრომლების 90% აცრილია“- ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით, როგორია მის სკოლაში ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?
- 2021-2022 სასწავლო წლისათვის სკოლა ძირითადად დასწრებულ სწავლებაზეა. მშობლები გაგებით ეკიდებიან პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დისტანციურ სწავლების მეთოდს საჭირო ინვენტარით მომზადებული შეხვდნენ.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?- ნებისმიერი სიახლის მიმართ ყოველთვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გამონაკლისი არც კომპლექსური დავალებების საკითხია. ამ ეტაპზე საკითხის დადებით და უარყოფით მხარეზე საუბარი, ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია. მთავარია, სიახლე სწორად იყოს გაგებული და მოსწავლეებისათვის მიწოდებული.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?- იქედან გამომდინარე, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია, შესაბამისად, ძირითადად ინდივიდუალური აქტივობები დაიგეგმა. სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამატებითი აქტივობებით მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას შეუწყოს ხელი.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?- ონლაინ ფორმატით გაკვეთილის ჩატარებას, თავისი წესები აქვს. დრო და გაკვეთილის რაოდენობა შემცირებულია, ასევე არის ადგილები სადაც ინტერნეტის პრობლემაც არის. რაც თავისთავად იწვევს პროგრამის ათვისების გართულებას. ვფიქრობ, რომ დამატებითი სასწავლო დღეების შემოღება, მნიშვნელოვნად იმოქმედებდა მოსწავლეთა წარმატებაზე.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?- სკოლაში თანამშრომლების 90% აცრილია. მშობლებს რაც შეეხებათ, აცრილთა რაოდენობა შეადგენს 25%-ს.