„სკოლაში თანამშრომელთა თითქმის 80% აცრილია“- ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი
29-11-2021
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ვალია (ლალი) ენდელაძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

 - ამ ეტაპზე ჩვენი სკოლა დასწრებითი სწავლების ფორმატზეა. ყველას სურვილია ეპიდვითარება არ გამწვავდეს და სწავლა დასწრებით ფორმატში გაგრძელდეს.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელში ახლახან ჩაერთო; ჯერჯერობით გარდამავალ ეტაპზე ვართ, ველოდებით ტრენინგების დაწყებას.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი სკოლა დატვირთულია ისეთი ღონისძიებებით, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვა. ცოდნის ზეიმი დისტანციურად ჩატარდა. მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია სკოლის ეზოში. შემოდგომის ზეიმს და საახალწლო ღონისძიებებს დისტანციის დაცვით ვამზადებთ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და გაცდენების რაოდენობაც მინიმალურია, ამიტომ ეს პრობლემა ჩვენს შემთხვევაში არ არის.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სკოლაში პერსონალის თითქმის 80%-ია აცრილი, ხოლო მშობლების ვაქცინაციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203