კერძო სკოლა „მილენიუმში“ ინგლისურენოვანი ლიტერატურა წაიკითხეს
13-02-2018
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ ნ & ნ 2000 კერძო სკოლა „მილენიუმის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს. მათ ინგლისურის მასწავლებელ, ნინო ბაქრაძესთან ერთად უკრაინელ პატარებს წაუკითხეს ამონარიდები ინგლისელი ავტორის ნაწარმოებებიდან. უკრაინელმა ბაშვებმაც დიდი ხალისით წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნებიდან. დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი ქვეყნების შესახებ ისაუბრეს. 

„მილენიუმის“ მოსწავლეებმა უკვე მეხუთე ქვეყანაში იმოგზაურეს ვირტუალურად, სკაიპ გაკვეთილების მეშვეობით. ცოტა ხნით ადრე იმავე პედაგოგმა, ნინო ბაქრაძემ გაკვეთილით ,,MYSTERY SKYPE’’ შესაძლებლობა მისცა IX, X და XI კლასელებს, საკლასო ოთახიდან გაუსვლელად ათასობით კილომეტრი გაევლოთ და ბრაზილიასა და ისრაელში ემოგზაურათ. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და კულტურათა დიალოგს. მეცადინეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. თავის მხრივ კი ინგლისური ენის დონის ჩვენებითა და საკომუნიკაციო უნარების გამოვლენით მილენიუმელებმასკოლაც და მასწავლებელიც  ასახელეს. 

შეგახსენებთ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1 თებერვალს უკვე მესამედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203