სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დ.კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ დადგეს
14-02-2018
სენაკის  N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ დაიდგა. სპექტაკლის დადგმის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მარიამ ლიფონავა იყო. 

პრემიერაზე მოსწავლეებმა სცენაზე საინტერესოდ წარმოადგინეს დიდი კლასიკოსის პიესის გმირები. მათივე ხელით შეიქმნა სცენისა და კოსტიუმების ესკიზებიც. დამზადდა აფიშა და შეირჩა მუსიკა. მოზარდები პრემიერისთვის დიდი ინტერესით და მონდომებით ემზადებოდნენ.

პედაგოგ, მარიამ ლიფონავას თქმით, „დარისპანის გასაჭირის“ დადგმა განაპირობა ტექსტუალური მასალის გავლის პერიოდში მოსწავლეთა დაინტერესებამ აღნიშნული პრობლემის მიმართ, რომელიც დასმულია ტექსტში. მოსწავლეები ჯერ გაეცვნენ დ. კლდიაშვილის შემოქმედებას წაიკითხეს მისი მოთხრობები: „სოლომონ მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და ბოლოს გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ „დარისპანის გასაჭირის“ პერსონაჟები.

მე-8 კლასის მოსწავლეების მიერ განსახიერებულმა როლებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203