„მივხვდით, რას ნიშნავს ამ კედლებში სტუდენტობა“ - ამ სიტყვებით გამოხატეს საკუთარი ემოცია კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-11, მე -12 კლასის მოსწავლეებმა.
ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის დირექტორის, პეტროს აკოპიანის ინიციატივითა და კლასის დამრიგებლის კარინე აკოპიანის მხარდაჭერით დაიგეგმა.
ექსკურსია და აქტივობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდა და მოზარდებს საინტერესო ლექცია თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა შესთავაზა.
ექსკურსიამძღოლობა არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს პროგრამების კოორდინატორმა, დემეტრე მოდებაძემ გაუწია. ესაუბრა თსუ-ს დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტის ცხოვრებასა და მიღწევებზე.
კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ექსკურსიის ფარგლებში გასართობ და საინტერესო ადგილებსაც ეწვივნენ.
იხილეთ ფოტოები