მოსთხოვენ თუ არა მასწავლებლებს „მწვანე პასპორტს“ სკოლაში - სამინისტრო განმარტავს
29-11-2021

1 დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე ბარათების“ სისტემა ამოქმედდება; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე - კოვიდპასპორტის გარეშე იმ შემთხვევაში შეგიშვებენ, თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.

საინტერესოა, საჭირო გახდება თუ არა სკოლებში „მწვანე პასპორტების“ წარდგენა და მოსთხოვენ თუ არა აღნიშნულ საბუთს პედაგოგებს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა. ოფიციალურ უწყებაში განგვიმარტეს, რომ პედაგოგებსა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ საბუთის წარდგენა არ სჭირდებათ:

„თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა - სკოლაში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა საჭირო არ არის“.

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203