დირექტორი უფლებამოსილია გაცდენა საპატიოდ ჩათვალოს - დეტალები
15-12-2021

დირექტორს ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა გაცდენების საპატიოდ მონიშვნა შეუძლია. ჟურნალში დირექტორის მიერ მონიშნული „არებს“ გვერდით საპატიო დაეწერება და დასწრების 30%-იანი დათვლის დროს გავლენას არ მოახდენს.

როგორ შეუძლია დირექტორს გაცდენების საპატიოდ მონიშვნა?

მოდულიდან აირჩიეთ „საპატიო გაცდენები“, შემდეგ დამატების ღილაკი, სასურველი კლასი, მოსწავლე, თარიღში მიუთითეთ ის პერიოდი, რომელიც გსურთ, რომ საპატიოდ ჩაითვალოს და დაურთეთ კომენტარი.

საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზეზები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული მოსწავლის მიმართ კანონის გაუვრცელებლობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

აღნიშნული არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის შემთხვევაში, ასევე კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

იხილეთ გაცდენების საპატიოდ მონიშვნის ვიდეოინსტრუქცია




იხილეთ ასევე: იქნება თუ არა საპატიო რეგულაციების გამო დაწერილი „არები“? - რეგულაციებისგან გამოწვეული გაუგებრობა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203