პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა
საქართველოს მთავრობის №552 დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ცვლილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის წესში“ შევიდა.ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:ა) სამინისტროს, საქართველოს მთავრობის/სხვა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
ვაუჩერული /მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად.
2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის საფუძველზე.