გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, მათემატიკის პედაგოგის, ზოია სუხორუკოვას ხელმძღვანელობით მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში მონაწილეობა მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ვიქტორინაში მონაწილე მოზარდები ორ გუნდად „ალფა“ და „ომეგა“ დაიყვნენ. სახალისო დავალებებსა და ამოცანებს გულშემატკივრების მხარდაჭერით გუნდები დიდი შემართებით ხსნიდნენ.
საგანმანათლებლო ვიქტორინები და კონკურსები მოსწავლეებში ცოდნის ამაღლების მიზნით სკოლაში მომავალშიც ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები