„მნიშვნელოვანია, სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება“ - ტიკარაძე ვირუსის ახალ შტამზე
30-11-2021

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვირუსის ახალ შტამზე „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და ასეთ დროს სკოლები უნდა დარჩეს ღია:

„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. „ომიკრონთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, პირბადე და სოციალური დისტანცირება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203