„მაინც აღსდგება საქართველო ვერ დაძლეული“ - მარელისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა
„მაინც აღსდგება საქართველო ვერ დაძლეული“ - მარელისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეები(ხელ-ლი,ისტორიის პედაგოგი ინგა ვეფხვაძე).
ღონისძიების მთავარი მოტივი ქართველთა სათაყვანებელი მეფის მაგალითით საქართველოს აღდგენის, გამთლიანებისა და ნათელი მომავალის იდეის გაღვივება იყო.
ორგანიზატორების თქმით, სცენიდან პატრიოტიზმი და ოპტიმიზმი იფრქვეოდა. მოსწავლეთა საოცარმა შესრულებამ კი კვლავ დაარწმუნა ყველა, რომ ქართულ გენს გადაშენება არ ემუქრება, რომ საქრთველო ფენიქსივით კვლავ აღსდგება და გამთლიანდება.
იხილეთ ფოტოები