სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული წიგნები ბიბლიოთეკას აჩუქეს
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილის ფარგლებში აქტივობა „წიგნი ჩვენი მეგობარია“ განახორციელეს. მათ საკუთარი ხელით წიგნები დაამზადეს და ნახატებით გააფორმეს.
ყოველი წიგნი განსაკუთრებული შესრულების მანერით გამოირჩეოდა. აქტივობა დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, ვენერა ივანიშვილმა. სკოლის ბიბლიოთეკარმა, მზია უღრეილძემ ბავშვებს სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული საბავშვო ლიტერატურა გააცნო, მოსწავლეებმა კი საჩუქრად გადასცეს ბიბლიოთეკას საკუთარი ნაშრომები.
ხელოვნების მასწავლებელი, ქეთინო მეფარიშვილი თავის მოსწავლეებს სხვა ახალი და საინტერესო აქტივობების განხორციელებას დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები