„ნუცას ბაგა-ბაღის“ ნიჭიერმა აღსაზრდელებმა თემაზე - „ჩემი ოჯახი“ ნახატები შექმნეს
01-12-2021
„ნუცას ბაგა-ბაღი“ აღსაზრდელებს ყოველთვის მრავალფეროვან და ამავდროულად საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად, პატარების აქტივობის თემა - „ჩემი ოჯახი“ გახლდათ.

უნიჭიერესმა და მონდომებულმა პატარებმა აღნიშნული თემა ლამაზი ნახატების საშუალებით გადმოსცეს. აღსაზრდელები პედაგოგებისა და აღმზრედელების მიერ შეთავაზებულ აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა და სწორედ ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203