ახალსოფლის საჯარო სკოლაში დღეს ინტელექტუალური თამაშის მე-9 ტური გაიმართა.
თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობა სამმა გუნდმა, მე-9ა, მე-9ბ და მე-8ა კლასმა მიიღო. ხალისიანი და აზარტული თამაშის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამჯერად გამარჯვებული გუნდები მე-9ა და მე-9ბ კლასი გახდა.
ინტელექტუალური თამაშის ხელმძღვანელი მალხაზ ნაგერვაძე იყო.
იხილეთ ფოტოები