1 დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მინისტრის მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება და როგორც Etaloni.ge -მ გაარკვია, ჩხენკელი პარლამენტშკ დაახლოებით 14:00 საათისთვის მივა.
მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება.