ბაღის მასწავლებლების სახელფასო და პროფესიული განვითარების პოლიტიკა იცვლება - მინისტრი პარლამენტში
01-12-2021
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოდის. სიტყვით გამოსვლა სკოლამდელი განათლებაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ახალი თაობის აღმზრდელ პედაგოგებს განახლებული სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების მოქნილი სისტემა დახვდებათ.
„2021 წელს სისტემაში პირველად დავიწყეთ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლება. დაწყებულია განმავითარებელი და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში უკვე დაწყებულია პროგრამის პილოტირება.
7 სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, სადაც მომზადდებიან აღმზრდელი პედაგოგები, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, აღმზრდელის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.
დაგეგმილია, აღმზრდელი პედაგოგების სახელფასო პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება. ახალი თაობის აღმზრდელ პედაგოგებს დახვდებათ განახლებული სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების მოქნილი სისტემა“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.