I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ - დეპუტატის ინიციატივა
01-12-2021
დეპუტატმა კახი კახიშვილმა, განათლების მინისტრს ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, ბავშვები, რომლებიც ერთ-ორი დღით გვიან ხდებიან 6 წლისები, მთელ წელს კარგავენ. სწორედ ამიტომ, კახიშვილმა დააყენა ინიციატივა - 31 დეკემბრამდე ვინც 6 წლის გახდება, სკოლაში შესვლის უფლება უნდა მიეცეს:

„ეს მნიშვნელოვანი საკითხია და პარლამენტშიც ვაპირებ ამ ინიციატივით გამოსვლას, რასაც სჭირდება განათლების სამინისტროს მხარდაჭერა - 2 3 ოქტომბერს დაბადებული ბავშვები კარგავენ 1 წელს, რაც დამეთანხმეთ, არ არის ბოლომდე სამართლიანი; კარგად მესმის, რომ სხვადასხვა საკითხის გამოა დარეგულირებული ასაკი - 6 წელი, მაგრამ ერთი დღე არ წყვეტს ბავშვის მზაობას სკოლაში მიყვანისთვის. ხომ არ შეიძლება, შევიტანოთ ცვლილება, თუ თქვენ მხარს დამიჭერთ, მოვამზადებ ამ ცვლილებას და თუ ბავშვს შეუსრულდება 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, მას ჰქონდეს სკოლაში შესვლის საშუალება; აქვე, ამის გამო რომ არ გადაიტვირთოს სკოლები, შეგვიძლია დავამატოთ - „თუ სკოლის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა“... მაგრამ ეს იმდენად მკაცრად უნდა დავარეგულიროთ, რომ მერე ზარებმა არ გადაწყვიტოს ბავშვების მიღება“, - განაცხადა კახიშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203