დირექტორების კონკურსი 2022 წელს აუცილებლად ჩატარდება - ჩხენკელი
01-12-2021
„მაშინ როდესაც საქართველოში 1200 ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, რა გახდა სკოლის ლიდერების გამოცდის ჩატარება და როდის აპირებს სამინისტრო ამ ნაბიჯის გადადგმას?“ - ამ კითხვით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში გამოსვლისას მიმართეს, რაზეც მან უპასუხა, რომ დირექტორების კონკურსი აუცილებლად ჩატარდება 2022 წელს და განმარტა მიზეზები, თუ რატომ გადაიდო ეს პროცესი:
„დირექტორების კონკურსი აუცილებლად ჩატარდება; ორი მიზეზია, თუ რატომ არ ჩატარდა აქამდე და აქ არანაირი პოლიტიკური პრინციპი არ არის; პირველი რატომაც გადაიდო, არის პანდემიის მოსაზრებიდან გამომდინარე, და მეორე - ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული სკოლის ჭეშმარიტი ლიდერი. ასე რომ კონკურსი აუცილებლად ჩატარდება 2022 წელს“.