მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს - ჩხენკელი
01-12-2021
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხნეკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარმოდგენილი ანგარიშის შემდგომ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მინისტრმა პრაქტიკოს პედაგოგებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მასწავლებელი რომელიც მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს, სკოლაში არ უნდა იყოს.

„ეს გამოცდა იყო, მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს სკოლებში ხარისხი. მე გეტყვით ზუსტად რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. ადამიანურად მე მესმის, არავის უხარია როცა გამოცდაზე ჩაიჭრება, მაგრამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თუ მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვთ ვალდებულება რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი. ახალი სისხლი და მასწავლებლობის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობაა", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203