ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირეული, ხოჯორნის საჯარო სკოლაში, ღია გაკვეთილით დასრულდა
ხოჯორნის საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირეული, რომლის მიზანიც მიმდინარე ძალადობის პრევენციის მხარდაჭერა იყო, დღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ლუსინე ასატრიანის ღია გაკვეთილით დასრულდა.
ღია გაკვეთილი მე-9 კლასში ჩატარდა. გაკვეთილის თემა ადამიანის უფლებები იყო. მოსწავლეებმა რამდენიმე დღით ადრე სოფლის მოსახლეობა გამოკითხეს, შეხვდნენ პედაგოგებს და აიღეს ინტერვიუები. მათ ამ აქტივობით კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, რომ ძალადობაზე გაჩუმება დანაშაულია და შეახსენეს, თუ რა გზას უნდა მიმართონ დაზარალებულებმა ძალადობის შემთხვევაში.
მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები