„საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“ - მიხეილ ჩხენკელი
02-12-2021

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მასწავლებლებზე და განაცხადა, რომ სკოლებში უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები, შესაბამისად, მათ მიეცემათ სკოლაში დასაქმების საშუალება, კონკურსის გავლის შემდეგ:

„ახალგაზრდა პედაგოგების დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში; ვაკანსიები გაჩნდა და იანვრიდან უკვე დაიწყება კონკურსები სკოლებში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ კონკურსები ჩატარდება უმაღლეს დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. აქ ორი მთავარი კრიტერიუმია - უნდა იცოდეს საგანი და ასევე, როგორ ასწავლოს ეს საგანი!“

მინისტრმა პრაქტიკოსი პედაგოგებიც ახსენა და განმარტა, რომ ისინი, ვინც ზღვარი გადალახა, სტატუსს ავტომატურად აიმაღლებენ, ხოლო დანარჩენების ადგილას გამოცხადდება კონკურსი:

„პრაქტიკოსი მასწავლებლები ვინც გადალახა ზღვარი და მათ მინდა მივულოცო, ავტომატურად აიმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ შემოვიდა ახალი კადრი, ახალი მასწავლებელი ეყოლება სკოლას“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203