იანვრიდან პრაქტიკოსები სკოლას დატოვებენ, მათ ადგილზე 3 400-ზე მეტი  ვაკანსია გამოცხადდება
03-12-2021

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსის სტატუსი 3400-ზე მეტ მასწავლებელს გაუუქმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პედაგოგების ადგილზე სკოლებმა ვაკანსია მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა გამოაცხადონ.

ამასთანავე, წელს საგნობრივი კონპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 5340 მოქმედი პრაქტიკოსი გავიდა, საიდანაც მინიმალური ზღვარი 2886-მა ვერ გადალახა, ხოლო პროფესიული უნარების გამოცდაზე გასული 4137 პრაქტიკოსიდან  გამოცდა წარმატებით 2365-მა ვერ ჩააბარა, - ინფორმაცია etaloni.ge-ს „მასწავლებლის სახლმა“ მიაწოდა

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2021 წლის პრაქტიკოს მასწავლებელთა პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა 130 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც წინა წლებში საგანში კომპეტენცია 10 კრედიტზე ჰქონდათ დადასტურებული. აღნიშული პედაგოგებიდან, 43-მა ვერ დაადასტურა კომპტენცია უნარებში, ხოლო ვინც დაადასტურა კომპეტენცია უნარებში, მათგან 35 - მა მასწავლებელმა ვერ დააგროვა საკმარისი ქულა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ორიოდე დღის წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  „მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2015 წლიდან დღემდე არაერთხელ ჰქონდათ. მათთვის განსაზღვრული ბოლო საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდა 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა.

იხილეთ: „საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“ - მიხეილ ჩხენკელი

მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს - ჩხენკელი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203