მასწავლებლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა - განახლებული სტატისტიკა სკოლების, მოსწავლეებისა და პედაგოგების შესახებ
04-12-2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2021-2022 სასწავლო წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული წლის დასაწყისისთვის შემცირებული იყო საჯარო სკოლების რაოდენობა, ხოლო მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობა, გაზრდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სწავლა 7000-ზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა.
„2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთში ფიქსირდება.
სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება.
2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი.
სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.8 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.2 პროცენტი - ბიჭი.
2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით ჩამორჩება“, - აღნინშულია სტატისტიკურ კვლევაში.