ბაღები ვისრუსის გამო სრულად აღარ დაიხურება - საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მსჯელობს
საბავშო ბაღებისთვის დაწესებული რეგულაციები შესაძლოა შეიცვალოს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა etaloni.ge- ს განუცხადეს, რეკომენდაციების შეცვლის მოთხოვნით სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. შეგახსენებთ,
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მკაცრი რეგულაციებია დაწესებული საბავშვო ბაღებისთვის, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ბაღში ინფექციის ერთი შემთხვევის
დაფიქსირებისთანავე მთლიანი დაწესებულება 2 კვირით იხურება. აღნიშნულ რეგულაციას დიდი ხანია აპროტესტებენ მშობლები - ვისაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, მუდმივი ლოქდაუნის რეჟიმში არსებული ბაღების გამო, სამსახურში პრობლემა შეექმნა... ისინი ფიქრობენ, რომ „უსამართლობაა, როცა ვირუსი ერთ ჯგუფში ფიქსირდება და ამის გამო, მთლიანი ბაღი იხურება“.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, „ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ მუშაობენ განახლებულ რეგულაციებზე და როცა გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, აუცილებლად გამოაქვეყნებენ“.
ცნობისთვის, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს საჯარო სკოლებში, ვირუსის დაფიქსირების შემდგომ დისტანციურ სწავლებაზე გადადის კლასი ან კონკრეტული მოსწავლე. სკოლის მთლიანად დახურვაზე კი რეკომენდაციას ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები იძლევიან.
etaloni.ge განახლებულ რეგულაციებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
იხილეთ ასევე: