„დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი კლასი არ გვყავს “ - არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?- სკოლა ამჟამად დასწრებული ცხრილით ხელმძღვანელობს. არც ერთი კლასი არ გვყავს დისტანციურ სწავლებაზე. თუმცა, არიან მოსწავლეები რომელიც დარეგისტრირებულნი არიან დისტანციურ სწავლებაზე ინდივიდუალურად. მშობლებიც და მოსწავლეებიც მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან კოვიდრეგულაციები და სკოლამ აქტიურად განაგრძოს დასწრებითი სწავლება.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- არეშფერანის საჯარო სკოლა მცირერიცხოვანი სკოლაა და მასწავლებელთა დიდი რაოდენობითაც არ გამოირჩევა. სკოლას სულ 30 თანამშრომელი ყავს. აქედან 17 თანამშრომელი აცრილია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აცრილია სკოლის ადმინისტრაციაც.