ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს „პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების გაკვეთილები უტარდებათ.
პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას ისახავს.
მოზარდები თითოეულ აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებიან და სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ პირველადი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.
იხილეთ ფოტოები