ყურადღება !  - რიგგარეშე მობილობისთვის უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს
03-12-2021
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

გამოქვეყნდა სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სტატუსშეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტებისათვის, გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი
 
მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2021 წლის 01 დეკემბრიდან 07 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია სტუდენტმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 7 დეკემბერზე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
 
 
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
 
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203