„გათვალისწინებულია მასწავლებლების, სკოლის პერსონალისა და მანდატურების ხელფასების ზრდა“ - მინისტრი
მთავრობის სხდომაზე, სადაც დეტალურად განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გათვალისწინებულია მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების ზრდა“; ასევე იანვრიდან იმატებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ანაზღაურება 10%-ით.მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გათვალისწინებულია 194 მლნ ლარი და ზოგადად, შეიქმნება ახალის სისტემა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებს ანაზღაურება ყოველწლიურად მოემატებათ.
იხილეთ ასევე: