რომელი პედაგოგები აიმაღლებენ სტატუსს იანვარში? - სკოლებს წარდგენის ვადები გაეგზავნებათ
06-12-2021

მაძიებელი მასწავლებლები, რომლებმაც კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი წარმატებით დაძლიეს, შეფასებისა და წარდგენის ვადებს ელოდებიან. როგორც etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს, ვადები ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე სკოლები დეტალურ ინფორმაციებს მიიღებენ და მაძიებლების წარსადგენად და საჭირო დოკუმენტების გასაგზავნად დაახლოებით 10 დღე ექნებათ.

მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისთვის დირექტორი ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • დაწეროს მაძიებლის შეფასების ბრძანება და ატვირთოს კურსის შეფასების გასწვრივ (ბრძანების ფორმა გაიგზავნება სკოლებში)
  • გაგზავნოს წარდგინება ელექტრონული ფორმით (სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან-eschool)
  • მოამზადოს წერილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით აცნობოს ცენტრს (წერილის ფორმა გაიგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში)
  • შეაფასოს მასწავლებლობის მაძიებლის პორტფოლიოში ატვირთული ყველა აქტივობა (ატივობების შეფასების ინსტრუქცია ასევე გაიგზავნება სკოლებში)

მაძიებელ მასწავლებლებს დირექტორის უარყოფითი შეფასების გასაჩივრებისთვის ერთი თვე ექნებათ. ისინი კი, ვისაც პროგრამა დაძლეულად ჩაეთვლება, უფროსის სტატუსს იანვარში მოიპოვებენ.

გიზიარებთ „მასწავლებლობის მაძიებლის“ სტატუსის მქონე პედაგოგების, შეფასების შედეგების ასახვის დეტალურ ინსტრუქციას და შეგახსენებთ, რომ მაძიებლის წარდგენა ხდება დირექტორის eschool-დან.


მაძიებლების შეფასების შედეგების ასახვის ინსტრუქცია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203