„ნაპერწკალის“ ლიდერი ხევაშენის სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა
15-02-2018
ხევაშენის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ნაპერწკალი’’ლიდერმა, მე-12 კლასის მოსწავლემ, მარი ძაძამიამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან  მორიგი აქტივობა განახორციელა.

კლუბის ლიდერი მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე, ასევე მოსწავლეებმა მოთხრობა ,,ზაბდერფილიოს’’ მაგალითზე განიხილეს ტოლერანტული ღირებულებები.

პროექტის მიზანია სკოლაში სასკოლო თემის: სკოლის ადმინისტრაციის,მოსწავლეების, მასწავლებლების მშობლების, მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით ტოლერანტობის, მრავალფეროვნების, მშვიდობისა და თანასწორობის პრინციპების დანერგვა არაფორმალური განათლების მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203