სკოლებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ კანონპროექტი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ბავშვებისთვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებასა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ცვლილებებს - „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება სამხედრო და სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებთან ერთად სახელოვნებო პროფესიული განათლების პირებსაც მიეცემათ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მასწავლებლის მაძიებელ პირთა ჩამონათვალს სახელოვნებო პროფესიული განათლების მქონე პირები ემატება.
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.