ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები პროექტში „Enjoy Reading“ ჩაერთვნენ
15-02-2018
პროექტი- Enjoy Reading

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები, პედაგოგები: ბატონი ოლეგი გრიგალაშვილი, დამრიგებელი ნინო კორაშვილი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე ჩაერთვნენ eTwinning პორტალზე, პროექტში სახელწოდებით Enjoy Reading, რომლის ავტორი არის რუმინელი პედაგოგი Picu LiLiana (Founder) და თანადამფუძნებელი ქუთაისის N31 სკოლის პედაგოგი ქალბატონი თეონა გოგრიჭიანი.

მიზნები

წიგნის კითხვა შეიცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ჩვენ უნდა ვეცადოთ ახალმა თაობამ არ დაკარგოს წიგნის სიყვარული , წავახალისოთ და ვასწავლოთ ბიბლიოთეკაში მუშაობა. ეს არის ჩვენი პროექტის Enjoy Reading მიზანი. ამ პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გახდებიან სკოლის ბიბლიოთეკის წევრები და შეეძლებათ სხვადასხვა სახის წიგნების წაკითხვა. კითხვის დასასრულს ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობ ამოცანებს შეასრულებენ. განიხილავენ მათთვის საყვარელი მწერლისა და პოეტის წიგნებს და ა.შ. მოეწყობა პრეზენტაცია სადაც მოწვეული იქნებიან მშობლები , მოსწავლეები.

მოსწავლეები სკოლაში მოიწვევენ საკუთარი ქვეყნის ცნობილ მწერალს, ან პოეტს და ასევე პედაგოგებთან ერთად ეწვევიან ერთ-ერთ მწერლის სახლ-მუზეუმს. 

პროექტში ჩართული ყველა მონაწილე ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი ქვეყნის მწერლების და პოეტების, მათი მიღწევების და წარმატებული საქმიანობის შესახებ.

მიმდინარე წლის 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკაში შევასრულეთ პროექტის შესაბამისი აქტივობა ,,მოგზაურობა მითოლოგიის სამყაროში“. მოსწავლეები სასწავლო პროცესში გადიან საგანს ,,მსოფლიო კულტურა“, სასწავლო პროცესში შეისწავლეს და გაეცვნენ მსოფლიო მითოლოგიას და ამის შემდეგ, შექმნეს საკუთარი მითები, ზღაპრები და ვიმოგზაურეთ მითოლოგიის სამყაროში. 

პროექტს ძალიან საინტერესო საქმიანობის და რეალიზაციის გზა აქვს, რომელიც გაწერილია დროში, შესაბამისი აქტივობებით. ეს იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრა. ასევე დაიგეგმა შემდეგი აქტივობა.“

ავტორი: ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი, ხათუნა ასანიძე

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203