რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა
რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორმა, გულთამზე შკუბულიანმა განაცხადა, სამართალდამცავებმა 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს:
„112-ში შევიდა ინფორმაცია სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. განგაში ცრუ აღმოჩნდა. სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია გადაამოწმეს სამართალდამცავებმა. როდესაც კრიმინალისტები მოვიდნენ სკოლაში, სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, მხოლოდ მასწავლებლები, დირექცია და ადმინისტრაცია ვიყავით სკოლაში. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმოამდგენლები ამჟამადაც აქ არიან უსაფრთხოების დაცვის მიზნით. სკოლაში სიმშვიდეა,“ - აღნიშნა რუსთავის N1 სკოლის დირექტორმა.
რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ში ცოტა ხნის წინ შევიდა.