აწყვიტის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. „გონებრივი იერიში“ ასეთი სათაური შეირჩა გაკვეთილის თემისთვის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს „Wh“-ზე დაწყებული კითხვითი სიტყვებით ე.წ. ცოდნის ხე უნდა აეგოთ.
გაკვეთილი ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნათია ინასარიძემ ჩაატარა. ის მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.
გაკვეთილი დიდი ინტერესის ფონზე მიმდინარეობდა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დავალებების შესრულებაში, დასასრულს კი გააკეთეს თავიანთი ნამუშავრების პრეზენტაციები.
იხილეთ ფოტოები