ზამთრის არდადეგები წელს უფრო ხანგრძლივი იქნება - როდიდან და რამდენი ხნით იხურება სკოლები
2021-2022 სასწავლო წელს, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება, თუმცა იმის გამო რომ 14 იანვარი პარასკევია, საჯარო სკოლებშო სწავლა 17 იანვარს განახლდება.
აღსანიშნავია, რომ იგივე წესი ვრცელდება მასწავლებლებისთვისაც და მათ სკოლაში მისვლა დასვენების დღეების ამოწურვამდე არ მიუწევთ, ასე რომ, პედაგოგებიც 30 დეკემბრიდან 17 იანვრამდე დაისვენებენ, ოღონდ ივლიან თუ არა ისინი სკოლაში, ეს დამსაქმებლის სურვილზეა დამოკიდებული.
საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
იხილეთ:
2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი